---
title: "მუხლი 52⁶. დამატებითი ზედამხედველობა — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/52-6"
law: "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ"
article: "52^6"
identifier: "1676"
adopted: "2009-09-24"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52⁶. დამატებითი ზედამხედველობა — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, მუხლი 52⁶ (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/52-6

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) განახორციელოს დამატებითი ზედამხედველობა „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) ამ მუხლით განსაზღვრული დამატებითი ზედამხედველობის განხორციელებისას შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან ერთად მიიღოს „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები/ზომები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, აგრეთვე გამოსცეს ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იმავე კანონის შესაბამისად; გ) განახორციელოს „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის ორგანული კანონი №3773 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/52-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/52-7.md
