---
title: "მუხლი 52⁷. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ზედამხედველობა (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/52-7"
law: "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ"
article: "52^7"
identifier: "1676"
adopted: "2009-09-24"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52⁷. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ზედამხედველობა (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, მუხლი 52⁷ (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/52-7

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) ზედამხედველობა გაუწიოს ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულების საქმიანობას, არაავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულების, ინსტიტუციური ინვესტორების, თავდაპირველი კრედიტორებისა და ინიციატორების მიერ „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 21-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით, 23-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებითა და 24-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას, განახორციელოს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის რეგისტრაცია, გააუქმოს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაცია. ზედამხედველობის გაწევა ითვალისწინებს აგრეთვე „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას; ბ) დაადგინოს ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციის განხორციელების წესი; გ) სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს, ინსტიტუციურ ინვესტორს, თავდაპირველ კრედიტორსა და ინიციატორს დააკისროს ფულადი ჯარიმა. ფულადი ჯარიმის  ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში; დ) განახორციელოს „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის ორგანული კანონი №3944 – ვებგვერდი, 27.12.2023წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის ორგანული კანონი №1465 – ვებგვერდი, 06.04.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/52-6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/52-8.md
