---
title: "მუხლი 63. კლირინგის, ანგარიშსწორების, საგადახდო მომსახურებისა და საგადახდო სისტემების მექანიზმი — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/63"
law: "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ"
article: "63"
identifier: "1676"
adopted: "2009-09-24"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 63. კლირინგის, ანგარიშსწორების, საგადახდო მომსახურებისა და საგადახდო სისტემების მექანიზმი — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, მუხლი 63 (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/63

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ შეიმუშაოს და გამოსცეს კლირინგის, ანგარიშსწორების, საგადახდო მომსახურებისა და საგადახდო სისტემების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები, დაადგინოს შესაბამისი წესები და მოთხოვნები, ორგანიზება გაუწიოს საქართველოში საგადახდო სისტემების შექმნასა და დანერგვას, მართოს და უზრუნველყოს ამ სისტემების მომსახურება და ადმინისტრირება, დაეხმაროს სხვა ბანკებს საგადახდო სისტემების შექმნაში, ზედამხედველობა გაუწიოს საქართველოში მოქმედ საგადახდო სისტემებს და საგადახდო მომსახურებას.

2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორებისა და დეპოზიტარის სისტემაში დაუშვას საქართველოში გამოშვებული ფასიანი ქაღალდები, ამ სისტემის მეშვეობით უზრუნველყოს შესაბამისი ანგარიშსწორება, ფასიანი ქაღალდების ფლობისა და ფასიანი ქაღალდებით განხორციელებულ ტრანზაქციათა ანგარიშსწორების მიზნით ანგარიშები გაუხსნას საქართველოს მთავრობას, უცხო ქვეყნის მთავრობას, ცენტრალურ ბანკს, ცენტრალურ დეპოზიტარს, ანგარიშის მწარმოებელს, კასტოდიანური  მომსახურების  გამწევ  პირს  და  სხვა  ფინანსურ ინსტიტუტს  და ამ მიზნით განსაზღვროს შესაბამისი წესები და კრიტერიუმები.

3. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში განახორციელოს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემებისა და საინვესტიციო ფონდების სპეციალიზებული დეპოზიტარის უფლებამოსილება. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №1894 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №3354 – ვებგვერდი, 18.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის ორგანული კანონი №3730 – ვებგვერდი, 07.12.2023წ. თავი XI. ეროვნული ბანკის დამატებითი უფლებები და ძირითადი აკრძალვები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/62.md
Next article: https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/64.md
