---
title: "მუხლი 66¹. ეროვნული გადახდების საბჭო — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/66-1"
law: "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ"
article: "66^1"
identifier: "1676"
adopted: "2009-09-24"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 66¹. ეროვნული გადახდების საბჭო — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, მუხლი 66¹ (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/66-1

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების სფეროს განვითარების მიზნით შექმნას ეროვნული გადახდების საბჭო, რომელიც ხელს შეუწყობს ამ სფეროს წარმომადგენლებს, მომხმარებლებს და ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა დაინტერესებულ პირებს შორის დისკუსიასა და მჭიდრო თანამშრომლობას. ეროვნული გადახდების საბჭო უფლებამოსილია კოორდინირება გაუწიოს ბაზრის ინიციატივებს და ბაზრის განვითარებისთვის საერთო მიდგომების ჩამოყალიბებას, აგრეთვე ხელი შეუწყოს ამ სფეროში ინოვაციების დანერგვას.

2. ეროვნული გადახდების საბჭოში შეიძლება მონაწილეობდნენ ეროვნული ბანკის თანამშრომლები, მოწვეული პირები და სხვა დაინტერსებული პირები. ეროვნული გადახდების საბჭოს შემადგენლობა და მისი საქმიანობის წესი დგინდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის ორგანული კანონი №1810 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/66.md
Next article: https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/67.md
