---
title: "მუხლი 66. ეროვნული ბანკის განსაკუთრებული უფლებამოსილებები — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/66"
law: "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ"
article: "66"
identifier: "1676"
adopted: "2009-09-24"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 66. ეროვნული ბანკის განსაკუთრებული უფლებამოსილებები — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, მუხლი 66 (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/66

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) გასცეს კრედიტები, შეიძინოს წილობრივი მონაწილეობის უფლება ან ნებისმიერი სახით მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერი ორგანიზაციის საქმიანობაში, რომლის მუშაობაც დაკავშირებულია ეროვნული ბანკის ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებასთან; ბ) განსაზღვროს ეროვნული ბანკის სისტემის იმ მოსამსახურეთა ნუსხა, რომლებსაც უფლება აქვთ, კანონით დადგენილი წესით ატარონ ცეცხლსასროლი იარაღი; გ) განახორციელოს ოქროს ზოდების დამზადება, შესყიდვა და რეალიზაცია; დ) თავის მიერ დადგენილი წესით აწარმოოს ოპერაციები ოქროთი ან/და ოქროსთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტებით. ამ ფინანსურ ინსტრუმენტებზე არ ვრცელდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება და მათი რეგისტრაცია და მიმოქცევა ხორციელდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით; ე) განახორციელოს ეროვნული ვალუტის პოპულარიზაციისათვის საჭირო ნივთების დამზადება, შესყიდვა და რეალიზაცია; ვ) მართოს დეპოზიტების დაზღვევის ფონდი; ზ) საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე მატერიალურ-ტექნიკური დახმარება გაუწიოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიზნისათვის მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებად არ მიიჩნევა ფულადი დახმარება, გარდა ამ კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სესხისა. საქართველოს 2010 წლის 23 მარტის ორგანული კანონი №2828 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.102 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის ორგანული კანონი №5001 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5527 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №6320 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის ორგანული კანონი №858 - ვებგვერდი, 02.06.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/65.md
Next article: https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/66-1.md
