---
title: "მუხლი 23 — სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1015445-sotsialurad-dautsveli-ojakhebis-sotsialur-ekonomikuri-mdgomareobis-she/23"
law: "სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე"
article: "23"
identifier: "141/ნ"
adopted: "2010-05-20"
consolidated_as_of: "2024-12-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 23 — სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2024-12-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 23 (consolidated as of 2024-12-24), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1015445-sotsialurad-dautsveli-ojakhebis-sotsialur-ekonomikuri-mdgomareobis-she/23

„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილების საფუძველზე, 2020 წლის 1 მარტის შემდეგ სააგენტო არ არის უფლებამოსილი, შეწყვიტოს ოჯახის რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში, ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოჯახი სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ აძლევს ქონების/დოკუმენტების დათვალიერების საშუალებას,  ოჯახი უარს აცხადებს ოჯახი დეკლარაციის/ბავშვის დეკლარაციის შევსებაზე და/ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე ან თუ ოჯახის ყველა წევრს არ გააჩნია დეკლარაციის შევსებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული საბუთები.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 28 აპრილის ბრძანება №01-45/ნ - ვებგვერდი, 29.04.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1015445-sotsialurad-dautsveli-ojakhebis-sotsialur-ekonomikuri-mdgomareobis-she/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1015445-sotsialurad-dautsveli-ojakhebis-sotsialur-ekonomikuri-mdgomareobis-she/24.md
