---
title: "მუხლი 4 — სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1015445-sotsialurad-dautsveli-ojakhebis-sotsialur-ekonomikuri-mdgomareobis-she/4"
law: "სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე"
article: "4"
identifier: "141/ნ"
adopted: "2010-05-20"
consolidated_as_of: "2024-12-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 4 — სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2024-12-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 4 (consolidated as of 2024-12-24), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1015445-sotsialurad-dautsveli-ojakhebis-sotsialur-ekonomikuri-mdgomareobis-she/4

1. ოჯახის დეკლარაციის შევსების დაწყებამდე, სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა განუმარტოს უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომ ინტერვიუირების შედეგად დეკლარირებული ინფორმაცია ექვემდებარება გადამოწმებას და არასწორი ან ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, ოჯახს შეიძლება შეუწყდეს რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში. რეგისტრაციის შეწყვეტის შემთხვევაში ოჯახის განაცხადი მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად ძალას კარგავს ავტომატურად, ხოლო  ოჯახი კარგავს უფლებას, განმეორებით მოითხოვოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში.

2. ოჯახის დეკლარაციის შევსებამდე, სააგენტოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოიძიოს ოჯახის შესახებ მისთვის საჭირო ინფორმაცია ნებისმიერი წყაროდან (მაგ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან ამ ოჯახის შემადგენლობის, უძრავი ქონების – მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შესახებ) და ინტერვიუირების პროცესში შეადაროს იგი ოჯახის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. შეუსაბამობის შემთხვევაში მიუთითოს ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს ინფორმაციის უზუსტობის შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1015445-sotsialurad-dautsveli-ojakhebis-sotsialur-ekonomikuri-mdgomareobis-she/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1015445-sotsialurad-dautsveli-ojakhebis-sotsialur-ekonomikuri-mdgomareobis-she/5.md
