---
title: "მუხლი 5 — სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1015445-sotsialurad-dautsveli-ojakhebis-sotsialur-ekonomikuri-mdgomareobis-she/5"
law: "სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე"
article: "5"
identifier: "141/ნ"
adopted: "2010-05-20"
consolidated_as_of: "2024-12-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 5 — სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2024-12-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 5 (consolidated as of 2024-12-24), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1015445-sotsialurad-dautsveli-ojakhebis-sotsialur-ekonomikuri-mdgomareobis-she/5

1. ოჯახის დეკლარაციაში მონაცემები შეიტანება გარკვევით, ბურთულიანი კალმის გამოყენებით. შევსებას ექვემდებარება დეკლარაციის ყველა საჭირო გრაფა.

1¹. უსინათლო პირის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოყენებული უნდა იქნეს სატელეკომუნიკაციო საშუალება, რათა მოხდეს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ „ოჯახის დეკლარაციის“ შევსების პროცესის ჩაწერა ელექტორნული მოწყობილობის მეშვეობით, ოჯახის უფლებამოსილი პირის თანხმობით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
2 ოჯახის დეკლარაციის შევსების დაწყებამდე სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესაბამის გრაფაში მიუთითოს საკუთარი სახელი, გვარი და სამსახურებრივი კოდი.

3. ოჯახის დეკლარაციაზე უნდა მიეთითოს ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი, აგრეთვე მისამართი, ოჯახის წევრთა საკონტაქტო მონაცემები (ბინის ტელეფონი, მობილურის ნომერი და სხვა), ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელის მონაცემები.

4. ოჯახის დეკლარაციის შესაბამის გრაფაში უნდა გაკეთდეს აღნიშვნა, თანახმაა თუ არა ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე გაიგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინება მონაცემთა ბაზაში ოჯახის რეგისტრაციის ან/და სოციალური დახმარების შესახებ.

5. დეკლარაციის „B2“, „B4“ და „C2“ პუნქტების შევსებამდე ცხრილების სტრიქონში – „ოჯახის წევრის სახელი“ უნდა ჩაიწეროს ოჯახის წევრების სახელები („C2“-ის შემთხვევაში მხოლოდ 18 წლის და უფროსი ასაკის). სახელები გადმოტანილი უნდა იქნას „B1“ ცხრილიდან ისეთივე თანმიმდევრობით, რომ ორივე ცხრილში ოჯახის ერთსა და იმავე წევრს ერთი და იგივე რიგითი ნომერი შეესაბამებოდეს.

6. დეკლარაციის „A“, „B“, „C“ (გარდა „C3“ პუნქტის პირველი, მე-3, მე-4, მე-5, მე-8, მე-9 და მე-13 გრაფისა), „D“ და „E“ ბლოკები ივსება ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დეკლარაციის „F“ ბლოკი ივსება უშუალოდ სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ, დამოუკიდებლად, ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ან სხვა წევრთან შეთანხმების გარეშე, ხოლო „C3“ კითხვის პირველი, მე-3, მე-4, მე-5, მე-8, მე-9 და მე-13 გრაფები – ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად.

7. „C3“ პუნქტის პირველი, მე-3, მე-4, მე-5, მე-8, მე-9 და მე-13  გრაფების შევსების დროს, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს აცნობს ინფორმაციას ოჯახის წევრების შემოსავლების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მიღებულ მონაცემთა ბაზასა და სააგენტოს მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და ავსებს შესაბამის გრაფას.

8. თუ ოჯახის განაცხადში დაფიქსირებულ წევრთა მონაცემები არაიდენტურია დეკლარაციის შევსების მომენტში არსებულ წევრთა მონაცემებთან, ასეთ შემთხვევაში სააგენტოს უფლებამოსილი პირი განსხვავებულ ოჯახის წევრ(ებ)ზე „C3“ პუნქტის პირველი, მე-3, მე-4, მე- 5, მე-8, მე-9 და მე-13 გრაფებს ავსებს სააგენტოში დაცული ინფორმაციის საფუძველზე.

9. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში ვიზიტისას:
ა) სახეზეა გადაუდებელი მდგომარეობა, ოჯახის წევრს/ბავშვს აღენიშნება: სისხლდენა, ცნობიერების დაკარგვა/დაბინდვა, მხედველობის დაბინდვა და/ან სხვა მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ან შეიძლება გამოიწვიოს მისი სიკვდილი ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და ოჯახის წევრი/ბავშვი იმყოფება   მარტო ან არასრუწლოვან პირ(ებ)თან ერთად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს საგანგებო და გადაუდებელი დახმარების სამსახურს  – სსიპ – 112;
ბ) ოჯახის წევრზე/ბავშვზე შეიმჩნევა ფიზიკური ძალადობის ნიშნები: სხავადასხვა ფერის სილურჯეები, სხვადასხვა ხარისხის ჭრილობები ან/და ნაკაწრები, იარები, სხეულის შეშუპებული ნაწილები, მოტეხილობები ან/და სხვა სახის დაზიანებები ან თუ ოჯახის წევრი/ბავშვი აღნიშნავს მასზე განხორციელებულ ფიზიკურ ან სხვა ტიპის ძალადობაზე, მისივე თანხმობით, სააგენტოს უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს საგანგებო და გადაუდებელი დახმარების სამსახურს – სსიპ – 112 ან/და ზრუნვის სააგენტოს;
გ) 10 წლამდე ერთი ან მეტი ბავშვი იმყოფება უმეთვალყურეოდ – სააგენტოს უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს ზრუნვის სააგენტოს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №01-41/ნ - ვებგვერდი, 16.09.2015წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 11 თებერვლის ბრძანება №01-14/ნ- ვებგვერდი, 11.02.2021წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 13 მაისის ბრძანება №01-41/ნ - ვებგვერდი, 13.05.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1015445-sotsialurad-dautsveli-ojakhebis-sotsialur-ekonomikuri-mdgomareobis-she/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1015445-sotsialurad-dautsveli-ojakhebis-sotsialur-ekonomikuri-mdgomareobis-she/6.md
