---
title: "მუხლი 10³. რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, დანიშვნისა და გაცემის პრინციპები — სოციალური დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/10276-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/10-3"
law: "სოციალური დახმარების შესახებ"
article: "10^3"
identifier: "145"
adopted: "2006-07-28"
consolidated_as_of: "2026-06-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 10³. რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, დანიშვნისა და გაცემის პრინციპები — სოციალური დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური დახმარების შესახებ, მუხლი 10³ (consolidated as of 2026-06-05), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/10276-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/10-3

1. რეინტეგრაციის შემწეობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) ბავშვისათვის – თვეში 125 ლარით;
ბ) განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – თვეში 200 ლარით.

2. ბავშვისათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის/დაკარგვის შემთხვევაში ან ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, როდესაც ის აღარ აკმაყოფილებს ან დაექვემდებარება „მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-72/ნ ბრძანების №2 დანართით დადგენილ სპეციალიზებული მინდობით აღზრდის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრისათვის საჭირო კრიტერიუმებს, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სათათბირო ორგანოს − რეგიონული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით და გაიცემა გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის დადგენილება №93 - ვებგვერდი, 01.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28 .

03.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის დადგენილება №3 – ვებგვერდი, 22 .

01.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის დადგენილება №100 – ვებგვერდი, 12.02.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №486 – ვებგვერდი, 31.12.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/10276-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/10-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/10276-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/10-4.md
