---
title: "მუხლი 10⁶. ანაზღაურების დანიშვნისა და გაცემის პრინციპები — სოციალური დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/10276-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/10-6"
law: "სოციალური დახმარების შესახებ"
article: "10^6"
identifier: "145"
adopted: "2006-07-28"
consolidated_as_of: "2026-06-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 10⁶. ანაზღაურების დანიშვნისა და გაცემის პრინციპები — სოციალური დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური დახმარების შესახებ, მუხლი 10⁶ (consolidated as of 2026-06-05), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/10276-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/10-6

1. ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის ოჯახი მინდობით აღმზრდელად რეგისტრაციის მომენტისათვის, დადგენილი წესით, რეგისტრირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა  ბაზაში  და  მისი  სარეიტინგო  ქულა უნდა  აღემატებოდეს 120000-ს (ას ოცი ათასი). აღნიშნული პირობა არ ვრცელდება „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ნათესაური მინდობით აღმზრდელის ოჯახზე.

2. მინდობით აღზრდის (გარდა ნათესაური მინდობით აღზრდისა) ანაზღაურების მიღება გამორიცხავ ს ამ წესით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის მიღებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვლისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მონაცემთა ბაზების შედარება და ინფორმაციის მიმოცვლა ხორციელდება სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და სააგენტოს შორის ურთიერთშეთანხმებული ფორმატით.

4. ამ წესის 10 4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, ასევე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 22.01.2013წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №407– ვებგვერდი, 19.08.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №142 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის დადგენილება №100 – ვებგვერდი, 12.02.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №824 – ვებგვერდი, 31.12 .2020წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №154 – ვებგვერდი, 29.03.2022წ.
თავი III 5 . სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების პრინციპები
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №1 86 – ვებგვერდი, 21 .02.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/10276-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/10-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/10276-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/10-7.md
