---
title: "მუხლი 2. სოციალური დახმარებები — სოციალური დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/10276-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/2"
law: "სოციალური დახმარების შესახებ"
article: "2"
identifier: "145"
adopted: "2006-07-28"
consolidated_as_of: "2026-06-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 2. სოციალური დახმარებები — სოციალური დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური დახმარების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2026-06-05), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/10276-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/2

1. ამ წესის მიზნებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარება არის ფულადი სახის გასაცემელი (შემდგომში – საარსებო შემწეობა), რომლის მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენცია.

2. (ამოღებულია – 20.07.2012, №277).

2¹. ამ წესის მიზნებისათვის რეინტეგრაციის შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მცხოვრები ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახს, მეურვეს (მზრუნველს), რომელიც ამ ბავშვს სპეციალიზებული დაწესებულებიდან გაიყვანს ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას.
2 ​2 . ამ წესის მიზნებისათვის მინდო­ბით აღზრდის ანაზღაურება არის ფულადი სოციალური დახმა­რება, რომელიც მიეცემა მინდობით აღმზრდელს მინდობით აღსაზრდელის მოვ­ლისა და აღზრდისათვის.

2³. ამ წესის მიზნებისთვის სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება არის ფულადი სახის სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა იმ პირს (ოჯახს), რომელიც შშმ ან საპენსიო ასაკის მქონე სრულწლოვანს გაიყვანს სპეციალიზებული დაწესებულებიდან ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას.

3. საარსებო შემწეობის, რეინტეგრაციის შემწეობის, მინდობით აღზრდის ანაზღაურებისა და სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრები.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №186 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №142 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/10276-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/10276-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/3.md
