---
title: "მუხლი 3. სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო — სოციალური დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/10276-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/3"
law: "სოციალური დახმარების შესახებ"
article: "3"
identifier: "145"
adopted: "2006-07-28"
consolidated_as_of: "2026-06-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 3. სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო — სოციალური დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური დახმარების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2026-06-05), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/10276-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/3

1. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯა­ხებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგა­რიშებას, აღდგენასა და საარსებო შემწე­ო­ბის მიღებას­თან დაკავშირებულ სხვა საკითხთა ადმინისტრირებას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამული და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით.

2. (ამოღებულია – 20.07.2012, №277).

3. (ამოღებულია – 20.07.2012, №277).

4. რეინტეგრაციის შემწეობის, მინდობით აღზრდის ანაზღაურებისა და სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო (შემდგომში – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო),  რომელიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს რეინტეგრაციის შემწეობის, მინდობით აღზრდის ანაზღაურებისა და სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნას, შეჩერებას, განახლებასა და შეწყვეტას, აგრეთვე მათ გაცემასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას.

5. რეინტეგრაციის შემწეობის, მინდობით აღზრდის ანაზღაურებისა და სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ადმინისტრირების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილია, სააგენტოდან გამოითხოვოს, მიიღოს და დაამუშაოს ბენეფიციართა პერსონალური მონაცემები. სააგენტო ვალდებულია, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია, შეთანხმებული ფორმატით. ამასთან, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ვალდებულია, არ გაამჟღავნოს ფიზიკური პირის შესახებ მათთან დაცული პერსონალური, მათ შორის, განსაკუთრებულ კატეგორიას მიკუთვნებული მონაცემები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №122 - სსმIII, №83, 18.06.2007წ., მუხ.892
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №186 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №142 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის დადგენილება №3 – ვებგვერდი, 22.01.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის დადგენილება №100 – ვებგვერდი, 12.02.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №154 – ვებგვერდი, 29.03.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 იანვრის დადგენილება №4 – ვებგვერდი, 12.01.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/10276-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/10276-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/4.md
