---
title: "მუხლი 9¹. ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხების უკან დაბრუნების წესი — სოციალური დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/10276-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/9-1"
law: "სოციალური დახმარების შესახებ"
article: "9^1"
identifier: "145"
adopted: "2006-07-28"
consolidated_as_of: "2026-06-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 9¹. ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხების უკან დაბრუნების წესი — სოციალური დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური დახმარების შესახებ, მუხლი 9¹ (consolidated as of 2026-06-05), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/10276-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/9-1

საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის (ჩარიცხვის) შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით:
ა) თუ ოჯახი საარსებო შემწეობის მიმღებია (მათ შორის, ახალი საიდენტიფიკაციო კოდით), სააგენტო ვალდებულია, დაქვითოს ოჯახზე ყოველთვიურად გასაცემი საარსებო შემწეობის თანხის 20%-ის ოდენობით;
ბ) თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №215 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/10276-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/10276-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/9-2.md
