---
title: "მუხლი 2. უფლებამოსილი ორგანო — საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1031772-sakartveloshi-gatsemuli-saganmanatleblo-dokumentebis-namdvilobis-dadas/2"
law: "საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ"
article: "2"
identifier: "98/ნ"
adopted: "2010-10-01"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 2. უფლებამოსილი ორგანო — საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ, მუხლი 2 (as-enacted text (the original version)), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1031772-sakartveloshi-gatsemuli-saganmanatleblo-dokumentebis-namdvilobis-dadas/2

1. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ უფლებამოსილებებს ცენტრი ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან (შემდგომ – საგანმანათლებლო რესურსცენტრები), საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე, საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.

3. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ან განათლების აღიარების მიზნით, საგანმანათლებლო დოკუმენტის მფლობელი ან სხვა დაინტერესებული პირი, ცენტრში წარადგენს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შევსებულ განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ პირად მიიჩნევა საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელში სწავლის გაგრძელების მიზნითაც ხორციელდება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება. განცხადება და თანდართული დოკუმენტები ცენტრს ასევე შესაძლებელია წარედგინოს ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) მეშვეობით.  თანდართული დოკუმენტები ცენტრს წარედგინება ქართულ ენაზე (უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე).

4. დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი განაცხადი უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. თანდართული დოკუმენტები ცენტრს წარედგინება ქართულ ენაზე, ხოლო უცხოენოვან დოკუმენტს თან ერთვის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.  ფიზიკური პირის განცხადებას თან ერთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განცხადების წარდგენა ხდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ ადმინისტრირებული ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის –  (My.gov.ge)  მეშვეობით.

5. ცენტრში წარმოდგენილი განცხადების განხილვის წინაპირობაა შესაბამისი საფასურის გადახდა ან მითითება საფასურისაგან განთავისუფლების შესახებ დანართი №2-ით გათვალისწინებულ საფუძველზე. ეს ვალდებულება არ ვრცელდება განცხადების წარმდგენ იურიდიულ პირებზე, რომლებიც შესაბამისი მომსახურების შესყიდვას ახორციელებენ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

6. პასუხისმგებლობა წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე ეკისრება განმცხადებელს და ამ ინფორმაციის გამცემ შესაბამის ორგანოს/დაწესებულებას. თუ წარმოდგენილ დოკუმენტაციას აღენიშნება სიყალბის ნიშნები, ცენტრი ამ დოკუმენტს გადასცემს საგამოძიებო ორგანოებს.

7. განცხადების განხილვა ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში, გარდა ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული დაჩქარებული მომსახურების განხორციელებისა.

8. ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და განათლების აღიარებისათვის აუცილებელი ინფორმაციის დადასტურების ფორმები.

9. ცენტრის დირექტორი, ამ დანართით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას კომისია, რომელიც წარუდგენს რეკომენდაციას საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებასთან დაკავშირებით, გარდა ამ წესის მე-6 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

10. ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის შეიმუშავებს ზოგად რეკომენდაციებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და განათლების აღიარების საკითხებთან დაკავშირებით.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 მარტის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 27.03.2019წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 27 მაისის ბრძანება №97/ნ - ვებგვერდი, 28.05.2019წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 9 იანვრის ბრძანება №02/ნ - ვებგვერდი, 09.01.2020წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 20 მაისის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 21.05.2021წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 აპრილის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 28.04.2023წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 21 თებერვლის ბრძანება №43/ნ - ვებგვერდი, 22.02.2024წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 28 ივლისის ბრძანება №48/ნ - ვებგვერდი, 30.07.2025წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 19 ნოემბრის ბრძანება №132/ნ - ვებგვერდი, 20.11.2025წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1031772-sakartveloshi-gatsemuli-saganmanatleblo-dokumentebis-namdvilobis-dadas/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1031772-sakartveloshi-gatsemuli-saganmanatleblo-dokumentebis-namdvilobis-dadas/3.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
