---
title: "მუხლი 3¹. საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისას მიღებული შეფასებების  დამადასტურებელი დოკუმ — საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1031772-sakartveloshi-gatsemuli-saganmanatleblo-dokumentebis-namdvilobis-dadas/3-1"
law: "საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ"
article: "3^1"
identifier: "98/ნ"
adopted: "2010-10-01"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 3¹. საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისას მიღებული შეფასებების  დამადასტურებელი დოკუმ — საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ, მუხლი 3¹ (as-enacted text (the original version)), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1031772-sakartveloshi-gatsemuli-saganmanatleblo-dokumentebis-namdvilobis-dadas/3-1

1. საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისას მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების ობიექტია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უცხო ენაზე განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ან/და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34​
1
მუხლით დადგენილი საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისას მიღებული შეფასებების  დამადასტურებელი  დოკუმენტი.

2. საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისას მიღებული შეფასებების  დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი სანოტარო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.

3. საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისას მიღებული შეფასებების  დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციასთან. საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილების დასადგენად ცენტრი იკვლევს დაწესებულების უფლებამოსილებას, განახორციელოს საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამები და საგანმანათლებლო დოკუმენტის მფლობელის სწავლის პერიოდის შესახებ ინფორმაციას (სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების ფაქტს), მხოლოდ სწავლის ბოლო წლის მდგომარეობით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი:
ა) ადასტურებს საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისას მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობას;
ბ) უარს ამბობს საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისას მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №93/ნ  - ვებგვედი, 27.09.2023წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №124/ნ - ვებგვერდი, 11.09.2026წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1031772-sakartveloshi-gatsemuli-saganmanatleblo-dokumentebis-namdvilobis-dadas/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1031772-sakartveloshi-gatsemuli-saganmanatleblo-dokumentebis-namdvilobis-dadas/4.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
