---
title: "მუხლი 5. საქართველოში მიღებული განათლების აღიარების სხვა შემთხვევები — საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1031772-sakartveloshi-gatsemuli-saganmanatleblo-dokumentebis-namdvilobis-dadas/5"
law: "საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ"
article: "5"
identifier: "98/ნ"
adopted: "2010-10-01"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 5. საქართველოში მიღებული განათლების აღიარების სხვა შემთხვევები — საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ, მუხლი 5 (as-enacted text (the original version)), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1031772-sakartveloshi-gatsemuli-saganmanatleblo-dokumentebis-namdvilobis-dadas/5

1. ცენტრი ახდენს ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული განათლების მიღების ფაქტის დადგენას.

2. ცენტრი ახდენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განათლების მიღების ფაქტის დადგენის მიზნებისათვის, პირის მიერ პროგრამის სრულად გავლა დასტურდება სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციით, ხოლო ზოგადი განათლების აღიარების შემთხვევაში, მისთვის კვალიფიკაციის მინიჭება/მის მიერ ზოგადი განათლების მიღება დასტურდება კვალიფიკაციის მინიჭების/ზოგადი განათლების მიღების შესახებ ოქმით/ბრძანებით ან/და დიპლომის/ატესტატის ან განათლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალით ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სხვა სახის დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს; ხოლო პირის მიერ პროგრამის ნაწილობრივ გავლა – საგანმანთლებლო პროგრამის შესაბამისი ნაწილის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციით.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განათლების მიღების ფაქტის დადგენის მიზნებისათვის, განმცხადებლები განცხადებას დაურთავენ მიღებული განათლების დამადასტურებელ მათ ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტს ან/და მიუთითებენ ამ დოკუმენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი:
ა) აღიარებს პირის მიერ მიღებულ განათლებას;
ბ) უარს ამბობს პირის მიერ მიღებული განათლების აღიარებაზე.

6. განათლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებით განისაზღვრება განათლების რა ნაწილი იქნა მიჩნეული აღიარებულად.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 27 მაისის ბრძანება №97/ნ - ვებგვერდი, 28.05.2019წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 აპრილის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 28.04.2023წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1031772-sakartveloshi-gatsemuli-saganmanatleblo-dokumentebis-namdvilobis-dadas/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1031772-sakartveloshi-gatsemuli-saganmanatleblo-dokumentebis-namdvilobis-dadas/5-1.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
