---
title: "მუხლი 8. გარდამავალი დებულება — საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1031772-sakartveloshi-gatsemuli-saganmanatleblo-dokumentebis-namdvilobis-dadas/8"
law: "საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ"
article: "8"
identifier: "98/ნ"
adopted: "2010-10-01"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 8. გარდამავალი დებულება — საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ, მუხლი 8 (as-enacted text (the original version)), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1031772-sakartveloshi-gatsemuli-saganmanatleblo-dokumentebis-namdvilobis-dadas/8

1. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მიეცეს უფლება, პირი, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებს უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და გამოხატავს სურვილს, რომ სწავლა გააგრძელოს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ჩარიცხოს იმ კლასის შესაბამის კლასში, რომელშიც აღნიშნული პირი ირიცხება/შეჩერებული აქვს მოსწავლის სტატუსი/შეწყვეტილი აქვს მოსწავლის სტატუსი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირზე არ ვრცელდება ამ წესით გათვალისწინებული, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარებისათვის დადგენილი რეგულაციები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის  საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მიზნით, საკმარისია ნებისმიერი დოკუმენტის წარმოდგენა, რომლითაც დასტურდება პირის უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის ფაქტი. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის სიყალბე, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გადაწყვეტილება პირის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ ბათილია მისი ძალაში შესვლის დღიდან.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით ჩარიცხვის შესაძლებლობა ვრცელდება 2021-2022, 2022-2023, 2023-2024, 2024-2025 და 2025-2026 სასწავლო წლებში ჩარიცხულ პირებზე.

4. უმაღლესი განათლების მიღების ფორმის თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება არ ვრცელდება პირებზე, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 17.03.2022წ.
საქართველოს
განათლებისა
და
მეცნიერების
მინისტრის
2023
წლის
2
ნოემბრის
ბრძანება
№99/
ნ
-
ვებგვერდი
, 03.11.2023
წ
.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №169/ნ - ვებგვერდი, 16.10.2024წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №199/ნ - ვებგვერდი, 03.12.2024წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025
წლის 4 აგვისტოს ბრძანება №57
/ნ - ვებგვერდი, 05.08.2025წ.
დანართი №2
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისა და ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების საფასურები

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1031772-sakartveloshi-gatsemuli-saganmanatleblo-dokumentebis-namdvilobis-dadas/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1031772-sakartveloshi-gatsemuli-saganmanatleblo-dokumentebis-namdvilobis-dadas/annex/1/1.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
