---
title: "მუხლი 1. ზოგადი დებულებანი — საკონსულო მოსაკრებლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1042331-sakonsulo-mosakreblis-shesakheb/1"
law: "საკონსულო მოსაკრებლის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 1042331"
adopted: "2010-10-01"
consolidated_as_of: "2026-04-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. ზოგადი დებულებანი — საკონსულო მოსაკრებლის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საკონსულო მოსაკრებლის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2026-04-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1042331-sakonsulo-mosakreblis-shesakheb/1

1. ეს კანონი განსაზღვრავს საკონსულო მოსაკრებლის სტრუქტურას, მისი გადახდევინების წესს და მის ოდენობას, აგრეთვე საკონსულო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლებს.

2. საკონსულო მოსაკრებელი არის საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ საკონსულო მოქმედების შესრულებისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი თანხა, რომელიც ასახავს მოქმედების პოლიტიკურ მნიშვნელობას და მის ეკონომიკურ ღირებულებას.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/1042331-sakonsulo-mosakreblis-shesakheb/2.md
