---
title: "მუხლი 4. საკონსულო მოსაკრებლის სახეები და განაკვეთები — საკონსულო მოსაკრებლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1042331-sakonsulo-mosakreblis-shesakheb/4"
law: "საკონსულო მოსაკრებლის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 1042331"
adopted: "2010-10-01"
consolidated_as_of: "2026-04-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. საკონსულო მოსაკრებლის სახეები და განაკვეთები — საკონსულო მოსაკრებლის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საკონსულო მოსაკრებლის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2026-04-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1042331-sakonsulo-mosakreblis-shesakheb/4

1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ საკონსულო მოქმედების შესრულებისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის მოსაკრებელი გადაიხდევინება შემდეგი განაკვეთებით: ა) საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის საკითხის განხილვა – 35 აშშ დოლარი; ბ) საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვა − არანაკლებ 20 აშშ დოლარისა და არაუმეტეს 500 აშშ დოლარისა. საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვისთვის გადასახდევინებელი თანხის ოდენობა და დაჩქარებული მომსახურების გაწევისთვის გათვალისწინებული თანხის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით; გ) დოკუმენტის საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელების საკითხის განხილვა – ერთი დოკუმენტისათვის 15 აშშ დოლარი; დ) საქართველოს მოქალაქის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს კომპეტენტური ორგანოებიდან დოკუმენტაციის ან ინფორმაციის გამოთხოვისათვის განაცხადის გაგზავნა – ერთი დოკუმენტისათვის 10 აშშ დოლარი; ე) სხვადასხვა სახის ცნობის გაცემა – 25 აშშ დოლარი; ვ) საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დოკუმენტის გაცემის ფაქტის დადასტურება – 25 აშშ დოლარი ; ზ) საკონსულო თანამდებობის პირის მიერ ცნობის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის, დიპლომის, ნიშნების ფურცლის, ატესტატის, სერტიფიკატის, პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტის, მართვის მოწმობის, საქართველოს მოქალაქეობისა და საქართველოში ბინადრობის ნებართვის საკითხებზე გადაწყვეტილების/დასკვნის თარგმანის შესრულება ან/და თარგმანის სისწორის დადასტურება – თითოეული გვერდისათვის 10 აშშ დოლარი; თ) (ამოღებულია – 02.05.2014, №2376); ი) (ამოღებულია - 02.05.2014, №2376); კ) სანოტარო მოქმედებების შესრულება: კ . ა ) ანდერძის დადასტურება – 10 აშშ დოლარი ; კ.ბ) ანდერძის გაუქმება – 5 აშშ დოლარი ; კ.გ) დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება − თითოეული პირისათვის და თითოეული ხელმოწერისათვის – 5 აშშ დოლარი ; კ.დ) მინდობილობის / რწმუნებულების დადასტურება – 10 აშშ დოლარი ; კ.ე) მინდობილობის / რწმუნებულების გაუქმება – 5 აშშ დოლარი ; კ.ვ) დოკუმენტის ერთი ენიდან მეორე ენაზე თარგმანის სისწორის დამოწმება – თითოეული გვერდის ა თვის 5 აშშ დოლარი ; კ.ზ) დოკუმენტის ასლის ან/და დოკუმენტიდან ამონაწერის დამოწმება ან/და სანოტარო მოქმედების შესრულების შემდეგ დაცული დოკუმენტის ასლის გაცემა – თითოეული გვერდისათვის 3 აშშ დოლარი; კ . თ ) პირის ცოცხლად ყოფნის ფაქტის დადასტურება, პირის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტის დადასტურება, პირის ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან იგივეობის დადასტურება, დოკუმენტის წარდგენის დროის დადასტურება – 15 აშშ დოლარი ; კ . ი ) საზღვაო პროტესტის შესრულება – 150 აშშ დოლარი; “; ლ) (ამოღებულია – 12.06.2012, №6439);

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ცნობა გაიცემა ადგილსამყოფელი ქვეყნის საქმისწარმოებაში დასაშვებ რომელიმე ენაზე, მისი თარგმ ა ნის შესრულებისათვის დამატებითი საკონსულო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.

3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობის გაცემა და „ ვ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დოკუმენტის გაცემის ფაქტის დადასტურება ხდება ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე , ინფორმაციის გამოთხოვის ა თვის ცალკე საკონსულო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება . საქართველოს 201 2 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22.06.2012წ. საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2050 – ვებგვერდი, 17.03.2014წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2376 - ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2015 წლის 17 ივლისის კანონი №4059 - ვებგვერდი, 29.07.2015წ. საქართველოს 2026 წლის 15 აპრილის კანონი №1512 – ვებგვერდი, 15.04.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1042331-sakonsulo-mosakreblis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1042331-sakonsulo-mosakreblis-shesakheb/5.md
