---
title: "მუხლი 244. პირის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/244"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "244"
identifier: "3591"
adopted: "2010-09-17"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 244. პირის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 244 (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/244

1. თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად არასაკმარისია ამ კოდექსის 243-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მოსამართლის ბრძანების გარეშე განახორციელოს გადასახადის გადამხდელის/სხვა ვალდებული პირის სალაროდან (ნაღდი ფულის შენახვის ადგილიდან) ნაღდი ფულის ამოღება აღიარებული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად აუცილებელი ოდენობით.

2. პირის სალაროდან ან სხვა სათავსიდან ამოღებული ნაღდი ფული იმავე დღეს შეიტანება საბანკო დაწესებულებაში ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – უახლოეს სამუშაო დღეს.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება ფიზიკური პირის საცხოვრებელ ბინაში დაუშვებელია მოსამართლის ბრძანების გარეშე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/243.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/245.md
