---
title: "მუხლი 248. საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა გადასახადის გადამხდელის მიერ — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/248"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "248"
identifier: "3591"
adopted: "2010-09-17"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 248. საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა გადასახადის გადამხდელის მიერ — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 248 (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/248

1. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დავალიანების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებებია: ა) თავდებობა; ბ) საბანკო გარანტია; გ) დაზღვევის პოლისი.

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს, იმპორტის ან ექსპორტის გადასახდელების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით განსაზღვროს გარანტიის სხვა სახეები. საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/247.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/249.md
