---
title: "მუხლი 250. საბანკო გარანტია — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/250"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "250"
identifier: "3591"
adopted: "2010-09-17"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 250. საბანკო გარანტია — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 250 (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/250

1. საბანკო გარანტიის ძალით საბანკო დაწესებულება (გარანტი) გადასახადის გადამხდელის თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში საგადასახადო ორგანოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე დაფარავს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანებას.

2. არ შეიძლება საბანკო გარანტია გარანტმა უკან გამოითხოვოს.

3. გარანტის მიერ თავისი მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ნებისმიერ მონაწილეს მოსთხოვოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდა და მისი გადახდევინების მიზნით გამოიყენოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

4. ამ მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის დებულებები, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/249.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/251.md
