---
title: "მუხლი 26³. ფარმაცევტული საწარმო — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/26-3"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "26^3"
identifier: "3591"
adopted: "2010-09-17"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26³. ფარმაცევტული საწარმო — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 26³ (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/26-3

1. ფარმაცევტული საწარმო არის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში აწარმოებს ფარმაცევტულ პროდუქციას და ახორციელებს მის მიწოდებას.

2. პირს ფარმაცევტული საწარმოს სტატუსს ანიჭებს საქართველოს მთავრობა.

3. პირისათვის ფარმაცევტული საწარმოს სტატუსის მინიჭების, მისი ფუნქციონირებისა და გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/26-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/27.md
