---
title: "მუხლი 288². ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის წესის დარღვევა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/288-2"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "288^2"
identifier: "3591"
adopted: "2010-09-17"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 288². ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის წესის დარღვევა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 288² (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/288-2

1. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების პერიოდში ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირის მიერ ამ საქმიანობის განხორციელება − იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

2. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირის მიერ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის დაბეგვრის ობიექტის დამატება საგადასახადო ორგანოსთვის შეტყობინების გარეშე − იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/288-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/288-3.md
