---
title: "მუხლი 288⁴. საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა, დაგვიანებით წარდგენა ან/და არასწორად წარდგენა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/288-4"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "288^4"
identifier: "3591"
adopted: "2010-09-17"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 288⁴. საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა, დაგვიანებით წარდგენა ან/და არასწორად წარდგენა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 288⁴ (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/288-4

1. დაქირავებულის მიერ დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში თანხის ზედმეტად დაბრუნება ან/და საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში ზედმეტად ჩათვლა, რაც გამოწვეულია საგადასახადო ორგანოსათვის საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობით, დაგვიანებით წარდგენით ან/და არასწორად წარდგენით, – იწვევს ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების მქონე პირის დაჯარიმებას ზედმეტად დაბრუნებული ან/და საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში ზედმეტად ჩათვლილი თანხის ორმაგი ოდენობით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ გამოიყენება, თუ საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაცია წარდგენილ იქნა საგადასახადო ორგანოს მიერ დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3015 - ვებგვერდი, 30.12.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/288-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/288-5.md
