---
title: "მუხლი 301. საჩივრის განხილვაზე უარის თქმა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/301"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "301"
identifier: "3591"
adopted: "2010-09-17"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 301. საჩივრის განხილვაზე უარის თქმა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 301 (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/301

დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ: ა) მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე; ბ) მოთხოვნის საგანი სცილდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს; გ) საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; დ) არ არსებობს დავის საგანი; ე) გასულია საჩივრის წარდგენის ვადა; ვ) საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს და მომჩივანმა ხარვეზი არ გამოასწორა დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში; ზ) არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება; თ) (ამოღებულია - 14.07.2020, №6817) . ი) მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს; კ) მომჩივანი გარდაიცვალა; ლ) გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება. საჩივარი არ განიხილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების ნაწილში; მ) მომჩივნის მოძიება შეუძლებელია; ნ) საჩივარი ანონიმურია; ო) გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/300.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/302.md
