---
title: "მუხლი 303. საჩივრის განხილვის შეჩერება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/303"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "303"
identifier: "3591"
adopted: "2010-09-17"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 303. საჩივრის განხილვის შეჩერება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 303 (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/303

1. დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან მხარის მოტივირებული შუამდგომლობით შეაჩეროს საჩივრის განხილვა დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის მოსაპოვებლად.

2. საჩივრის განხილვის შეჩერებისას დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია დაავალოს მომჩივანს ან/და საგადასახადო ორგანოს, წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია საჩივრის ფარგლებში განსახილველი საკითხების შესახებ.

3. თუ დავის განმხილველი ორგანოს დავალების შესრულება დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება, ამის შესახებ გონივრულ ვადაში უნდა ეცნობოს დავის განმხილველ ორგანოს.

4. დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის მოპოვების საფუძვლით საჩივრის განხილვის შეჩერების საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 45 დღეს.

5. დავების განხილვის საბჭოს სხდომის ჩაუტარებლობის შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარეს ან მის მოადგილეს, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრს, უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნულ საბჭოს სხდომაზე განსახილველი საჩივრის განხილვის არა უმეტეს 30 დღით შეჩერების თაობაზე, რის შესახებაც ეცნობება მომჩივანს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/302.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/304.md
