---
title: "მუხლი 306. გადაწყვეტილების ძალაში შესვლა და შესრულება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/306"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "306"
identifier: "3591"
adopted: "2010-09-17"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 306. გადაწყვეტილების ძალაში შესვლა და შესრულება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 306 (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/306

1. დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ძალაში შედის მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 21-ე დღეს, მისი გაუსაჩივრებლობის შემთხვევაში.

2. დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

3. მომჩივანს უფლება აქვს, მიმართოს დავის განმხილველ ორგანოს და მიაწოდოს მას ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების შესახებ.

4. დავის განმხილველი ორგანოს შუალედური ან საბოლოო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა ან აღსრულების არამართლზომიერი შეფერხება ითვლება დისციპლინურ გადაცდომად და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

5. გადაწყვეტილების აღსრულება შეიძლება გადავადდეს გადაწყვეტილების აღმსრულებელი ორგანოს მოტივირებული წერილობითი მოთხოვნისა და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/305.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/307.md
