---
title: "მუხლი 307. გადაწყვეტილების განმარტება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/307"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "307"
identifier: "3591"
adopted: "2010-09-17"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 307. გადაწყვეტილების განმარტება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 307 (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/307

1. მომჩივანსა და საგადასახადო ორგანოს უფლება აქვთ, მიმართონ დავის განმხილველ ორგანოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების განმარტების მიზნით.

2. დავის განმხილველი ორგანო გადაწყვეტილების განმარტებისას ხელმძღვანელობს იმავე ვადებით, რომლებიც დადგენილია საჩივრის განხილვისათვის.

3. განმარტება გადაწყვეტილების განუყოფელი ნაწილია და იგი ეგზავნება დავაში მონაწილე პირებსა და ორგანოებს.

4. გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ მისი განმარტება დაუშვებელია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/306.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/308.md
