---
title: "მუხლი 309¹. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/309-1"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "309^1"
identifier: "3591"
adopted: "2010-09-17"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 309¹. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 309¹ (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/309-1

1. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის საგადასახადო ვალდებულებას ქმედუუნარო პირის ქონების ხარჯზე ასრულებს მისი მეურვე, სანამ ამ ქმედუუნარო პირის ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.

2. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის საგადასახადო დავალიანება უიმედო საგადასახადო დავალიანებად ითვლება და ჩამოიწერება, თუ მისი ქონება საგადასახადო დავალიანების დასაფარავად არასაკმარისია, სანამ ამ ქმედუუნარო პირის ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.

3. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის ინდივიდუალური შეფასების შედეგად გადაწყვეტილების მიღების დღიდან ჩამოწერილი საგადასახადო დავალიანება აღდგება, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

4. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის საგადასახადო დავალიანება არის მისი ქმედუუნაროდ ცნობის თარიღის მიხედვით არსებული საგადასახადო დავალიანება. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3349 - ვებგვერდი,  31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/309.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/310.md
