---
title: "მუხლი 310. დასკვნითი დებულებანი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/310"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "310"
identifier: "3591"
adopted: "2010-09-17"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 310. დასკვნითი დებულებანი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 310 (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/310

1. ეს კოდექსი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ.

200) 2011 წლის 1 იანვრიდან დაწყებული საგადასახადო პერიოდებისათვის; ბ) საქართველოს საბაჟო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 09.08.2006, მუხ.

280) 2011 წლის 1 იანვრიდან დაწყებული საგადასახადო პერიოდებისათვის.

3. ამ კოდექსის პროცედურული დებულებები ვრცელდება 2011 წლის 1 იანვრიდან იმ საგადასახადო პერიოდებზედაც, რომლებიც მთავრდება 2011 წლის 1 იანვრამდე.

4. ამ კოდექსის 173-ე მუხლის „შ“ ქვეპუნქტისა და 199-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2028 წლის 1 იანვრამდე. საქართველოს 2020 წლის 30 სექტემბრის კანონი №7204  – ვებგვერდი, 05.10.2020წ. საქართველოს 2021 წლის 17 დეკემბრის კანონი №1165 – ვებგვერდი, 28.12.2021წ. საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2439 – ვებგვერდი, 27.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1061 – ვებგვერდი, 14.11.2025წ. საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი თბილისი, 2010 წლის 17 სექტემბერი. №3591– II ს

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/309-1.md
