---
title: "მუხლი 36. მეწარმე ფიზიკური პირი და მისი საქმიანობის ადგილი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/36"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "36"
identifier: "3591"
adopted: "2010-09-17"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36. მეწარმე ფიზიკური პირი და მისი საქმიანობის ადგილი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 36 (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/36

1. მეწარმე ფიზიკურ პირად ითვლება: ა) ინდივიდუალური მეწარმე – ფიზიკური პირი, თუ ის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, არის ინდივიდუალური მეწარმე; ბ) ფიზიკური პირი, თუ ის ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ფიზიკური პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის, ლიცენზიის ან ნებართვის გარეშე განხორციელება არ არის ამ ფიზიკური პირის დაბეგვრის მიზნით მისი მეწარმე ფიზიკურ პირად არცნობის საფუძველი.

3. მეწარმე ფიზიკური პირის საქმიანობის ადგილად ითვლება მისი ეკონომიკური საქმიანობის ადგილი. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №884 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/37.md
