---
title: "მუხლი 95³. ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/95-3"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "95^3"
identifier: "3591"
adopted: "2010-09-17"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 95³. ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 95³ (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/95-3

1. ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საქმიანობის სახეების მიხედვით შეიძლება იყოს: ა) დაბეგვრის ობიექტზე − 1 ლარიდან 2000 ლარის ფარგლებში; ბ) დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 3 პროცენტი.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიქსირებული გადასახადის განაკვეთს საქმიანობის სახეების მიხედვით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა აღნიშნული ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობის ფარგლებში. ამასთანავე, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი ერთი და იმავე საქმიანობის სახისათვის მუნიციპალიტეტების მიხედვით განსაზღვროს განსხვავებული ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიანობის ადგილის მიხედვით გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის პირობებს და სახეებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4680 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6942 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/95-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/95-4.md
