---
title: "მუხლი 95⁴. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/95-4"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "95^4"
identifier: "3591"
adopted: "2010-09-17"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 95⁴. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 95⁴ (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/95-4

1. პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 95 1 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, უფლებამოსილია ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭების მიზნით განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს და გადავიდეს ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის რეჟიმზე, რისთვისაც გაიცემა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატი.

2. პირს უფლება აქვს, გადავიდეს ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის რეჟიმზე საანგარიშო წლის ნებისმიერ თვეს. ამასთანავე, პირი ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონედ და, შესაბამისად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად ითვლება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭების თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

3. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატის გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/95-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/95-5.md
