---
title: "მუხლი 98. გადასახადის განაკვეთი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/98"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "98"
identifier: "3591"
adopted: "2010-09-17"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 98. გადასახადის განაკვეთი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 98 (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/98

1. მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი, გარდა ამ მუხლის მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული „არსებული ხელშეკრულებების“ განხორციელების შედეგად ნავთობისა და გაზის ოპერაციებით მიღებული მოგება იბეგრება 10 პროცენტით, თუ ეს ხელშეკრულებები დადებულია 1998 წლის 1 იანვრამდე.

3. (ამოღებულია - 13.12.2023, №3902) .

4. საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის დასაბეგრი მოგება იბეგრება 20 პროცენტით.

5. უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის დასაბეგრი მოგება აღნიშნული საქმიანობის ნაწილში იბეგრება 5 პროცენტით.

6. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობიდან ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზებიდან მიღებული დასაბეგრი მოგება, გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის დასაბეგრი მოგებისა, იბეგრება 20 პროცენტით. საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1191 – ვებგვერდი, 28.12.2021წ. საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2439 – ვებგვერდი, 27.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2590 – ვებგვერდი, 24.02.2023წ. საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3903 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3902 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4364 – ვებგვერდი, 11.07.2024წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №134 - ვებგვერდი, 29.12.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/97.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/98-1.md
