---
title: "მუხლი 4. ინვესტორის უფლება-მოვალეობები — თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1073482-tavisupali-turistuli-zonebis-ganvitarebis-khelshewqobis-shesakheb/4"
law: "თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ"
article: "4"
identifier: "3754-IIს"
adopted: "2010-10-26"
consolidated_as_of: "2015-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. ინვესტორის უფლება-მოვალეობები — თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2015-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2015-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1073482-tavisupali-turistuli-zonebis-ganvitarebis-khelshewqobis-shesakheb/4

1. ინვესტორი უფლებამოსილია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასხვისოს სასტუმრო, რის თაობაზედაც მან გონივრულ ვადაში უნდა აცნობოს ქონების მმართველს;
ბ) ისარგებლოს ამ კანონით დადგენილი შეღავათებით;
გ) ქონების მმართველთან შეთანხმებით სასტუმროს სამშენებლო პროექტში შეიტანოს გარკვეული ცვლილებები ;
დ) მიმართოს საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ კომისიას თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თავისუფალი ტურისტული ზონის შექმნის მიზნით.

2. ინვესტორი ვალდებულია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაარეგისტრიროს ცალკე მეწარმე სუბიექტი, რომელიც განახორციელებს მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას (სასტუმროს მშენებლობასა და ფუნქციონირებას);
ბ) ქონების მმართველს წარუდგინოს განაცხადი და ინფორმაცია სასტუმროს მშენებლობისათვის განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობის შესახებ;
გ) თითოეული სასტუმროს მშენებლობისათვის განახორციელოს არანაკლებ 1 000 000 ლარის ინვესტიცია;
დ) ააშენოს საშუალო ან/და მაღალი კლასის სასტუმრო ამ კანონით დადგენილი პირობებითა და წესით;
ე) უზრუნველყოს სასტუმროს ფუნქციონირება სამინისტროს მიერ შესაბამისი კლასის სასტუმროსთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად;
ვ) (ამოღებულია - 10.12.2015, №4599) ;
ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ დ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ კომისიას წარუდგ ინოს შემოთავაზებული საინვესტიციო თ ან ხის არანაკლებ 10 პროცენტის ოდენობის საბანკო გარანტია, რომლის მოქ მე დების ვადა სასტუმროს მშენებლობის ვადას არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს , თუ კომისი ამ სხვაგვარი გადაწყვეტილება არ მიიღო.

3. თუ ინვესტორი ამ კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე განახორციელებს სალიცენზიო ან სანებართვო საქმიანობას, იგი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოიპოვოს ლიცენზია ან/და ნებართვა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. ახალ მესაკუთრეზე ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათები და ამ კანონის მოთხოვნები.
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4647 - ვებგვერდი,13.05.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6382 - ვებგვერდი, 15.06.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6376 - ვებგვერდი, 19.06.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 10 დეკემბრის კანონი №4599 - ვებგვერდი, 22.12.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1073482-tavisupali-turistuli-zonebis-ganvitarebis-khelshewqobis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1073482-tavisupali-turistuli-zonebis-ganvitarebis-khelshewqobis-shesakheb/5.md
