---
title: "მუხლი 6. სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები — თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1073482-tavisupali-turistuli-zonebis-ganvitarebis-khelshewqobis-shesakheb/6"
law: "თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ"
article: "6"
identifier: "3754-IIს"
adopted: "2010-10-26"
consolidated_as_of: "2015-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები — თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2015-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2015-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1073482-tavisupali-turistuli-zonebis-ganvitarebis-khelshewqobis-shesakheb/6

1. საქართველოს მთავრობა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს:
ა) სასტუმროს შენობამდე შესაბამისი ინფრასტრუქტურის (გაზი, წყალი, წყალარინება, ელექტროენერგია) მოწესრიგებას და საჭიროების შემთხვევაში ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობას;
ბ) სასტუმროსთან მისასვლელი გზების მშენებლობას/შეკეთებას;
გ) სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის გონივრულ ფარგლებში კეთილმოწყობასა და გამწვანებას;
დ) ამ კანონით გათვალისწინებული სასტუმროსთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის სტატუსის მინიჭებას და მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემას.

2. ქონების მმართველი უზრუნველყოფს ინვესტორისათვის სასტუმროს სამშენებლო პროექტის უსასყიდლოდ გადაცემას.
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4647 - ვებგვერდი,13.05.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6382 - ვებგვერდი, 15.0 6 .2012წ.
საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის კანონი №6576 - ვებგვერდი, 05.07.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 10 დეკემბრის კანონი №4599 - ვებგვერდი, 22.12.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1073482-tavisupali-turistuli-zonebis-ganvitarebis-khelshewqobis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1073482-tavisupali-turistuli-zonebis-ganvitarebis-khelshewqobis-shesakheb/7.md
