---
title: "მუხლი 7. ინვესტორისათვის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის წესი — თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1073482-tavisupali-turistuli-zonebis-ganvitarebis-khelshewqobis-shesakheb/7"
law: "თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ"
article: "7"
identifier: "3754-IIს"
adopted: "2010-10-26"
consolidated_as_of: "2015-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. ინვესტორისათვის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის წესი — თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2015-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2015-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1073482-tavisupali-turistuli-zonebis-ganvitarebis-khelshewqobis-shesakheb/7

1. ინვესტორს ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. (ამოღებულია – 05.05.2011, №4647).

3. კომისიას ხელმძღვანელობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

4. კომისიის შემადგენლობას, დებულებას და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

5. კომისია განიხილავს ინვესტორის მიერ წარდგენილ განაცხადსა და ინფორმაციას და 2 კვირის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ინვესტორისათვის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის ან/და ინვესტორის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თავისუფალი ტურისტული ზონის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია განიხილავს მიმართვას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას ინვესტორის მიმართ ამ კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ.
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4647 - ვებგვერდი,13.05.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6376 - ვებგვერდი, 19.06.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 10 დეკემბრის კანონი №4599 - ვებგვერდი, 22.12.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1073482-tavisupali-turistuli-zonebis-ganvitarebis-khelshewqobis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1073482-tavisupali-turistuli-zonebis-ganvitarebis-khelshewqobis-shesakheb/8.md
