---
title: "მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი — თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1073482-tavisupali-turistuli-zonebis-ganvitarebis-khelshewqobis-shesakheb/9"
law: "თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ"
article: "9"
identifier: "3754-IIს"
adopted: "2010-10-26"
consolidated_as_of: "2015-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი — თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2015-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2015-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1073482-tavisupali-turistuli-zonebis-ganvitarebis-khelshewqobis-shesakheb/9

1. საქართველოს მთავრობამ:
ა) ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში დაამტკიცოს კომისიის შემადგენლობა, დებულება და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი;
ბ) საქართველოს პარლამენტს 2010 წლის 1 დეკემბრამდე წარუდგინოს შესაბამის საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტები.

2. საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში დაამტკიცოს:
ა) ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროს კრიტერიუმები საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით;
ბ) ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასტუმროს პროფილთან თავსებადი საქმიანობები.

3. ამ კანონით გათვალისწინებული სასტუმროს შენობის ექსპლუატაციაში შეყვანას და სასტუმროს ფუნქციონირების დაწყების თარიღს განსაზღვრავს ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად შექმნილი კომისია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1073482-tavisupali-turistuli-zonebis-ganvitarebis-khelshewqobis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1073482-tavisupali-turistuli-zonebis-ganvitarebis-khelshewqobis-shesakheb/10.md
