---
title: "მუხლი 12. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ნორმატიული აქტი — ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1075623-normatiuli-aktebis-shesakheb/12"
law: "ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 1075623"
adopted: "2010-11-02"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ნორმატიული აქტი — ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1075623-normatiuli-aktebis-shesakheb/12

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს, სტრუქტურულ ერთეულებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს არა აქვთ ნორმატიული აქტების გამოცემის უფლება, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 6 ოქტომბრის კანონი №14 - ვებგვერდი, 15.10.2020 წ. თავი III ნორმატიული აქტის მომზადებისა და მიღების (გამოცემის) ზოგადი წესი და ნორმატიული აქტის სტრუქტურა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1075623-normatiuli-aktebis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1075623-normatiuli-aktebis-shesakheb/13.md
