---
title: "მუხლი 23². ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარი — ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1075623-normatiuli-aktebis-shesakheb/23-2"
law: "ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "23^2"
identifier: "matsne 1075623"
adopted: "2010-11-02"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23². ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარი — ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 23² (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1075623-normatiuli-aktebis-shesakheb/23-2

1. ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარი უნდა ითქვას, თუ: ა) გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტს (გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), თან არ ახლავს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა ან/და გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი ნორმატიული აქტის შინაარსი არ შეესაბამება მისი პროექტის შინაარსს, რომელზედაც იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრომ გასცა დადებითი დასკვნა ან ამ კანონის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილ ნორმატიულ აქტს არ ახლავს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ გაცემული ხელახალი დადებითი დასკვნა. ბ) ნორმატიული აქტი გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილია ამ კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-4 მუხლის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტისა და 23 1 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.

2. ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარი არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მის მიმართ არ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 17 ოქტომბრის კანონი №5 - ვებგვერდი, 25.10.2011 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის 8 აგვისტოს კანონი №210 - ვებგვერდი, 08.08.2014 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 25 მაისის კანონი №243 - ვებგვერდი, 30.05.2017 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 16 აგვისტოს კანონი №26 - ვებგვერდი, 21.08.2019 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 13 სექტემბრის კანონი №30 - ვებგვერდი, 13.09.2019 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 17 იანვრის კანონი №01 - ვებგვერდი, 21.01.2025 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 7 თებერვლის კანონი №03 - ვებგვერდი, 11.02.2025 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №14 - ვებგვერდი, 18.09.2026 წ. თავი VI ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვა და სისტემატიზაცია

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1075623-normatiuli-aktebis-shesakheb/23-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1075623-normatiuli-aktebis-shesakheb/24.md
