---
title: "მუხლი 25. კანონის მიღებასთან დაკავშირებული მოქმედებები — ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1075623-normatiuli-aktebis-shesakheb/25"
law: "ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "25"
identifier: "matsne 1075623"
adopted: "2010-11-02"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. კანონის მიღებასთან დაკავშირებული მოქმედებები — ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1075623-normatiuli-aktebis-shesakheb/25

1. 2005 წლის 1 იანვრამდე მიღებულ (გამოცემულ) კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს (მიუხედავად მისი დასახელებისა), რომელიც არ არის რეგისტრირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო რეესტრში, იურიდიული ძალა არა აქვს.

2. 2005 წლის 1 იანვრამდე მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც არ არის რეგისტრირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო რეესტრში და შეიცავს ინდივიდუალურ (ერთჯერად) დებულებას (დებულებებს), ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ამ დებულების (დებულებების) ნაწილში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1075623-normatiuli-aktebis-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1075623-normatiuli-aktebis-shesakheb/26.md
