---
title: "მუხლი 6. ვადების ათვლა ნორმატიულ აქტში — ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1075623-normatiuli-aktebis-shesakheb/6"
law: "ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 1075623"
adopted: "2010-11-02"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. ვადების ათვლა ნორმატიულ აქტში — ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1075623-normatiuli-aktebis-shesakheb/6

ამ კანონში მითითებული ვადების, გარდა ნორმატიული აქტის ძალაში შესვლისათვის დადგენილი ვადისა, ათვლისას არ ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები. ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) სამართლებრივი ექსპერტიზისა და გამოქვეყნების შემთხვევაში ვადების ათვლა იწყება ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) უფლებამოსილი ორგანოსთვის გადაცემიდან ან სამართლებრივი დასკვნის გაცემიდან მომდევნო სამუშაო დღეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 17 ოქტომბრის კანონი №5 - ვებგვერდი, 25.10.2011 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1075623-normatiuli-aktebis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1075623-normatiuli-aktebis-shesakheb/7.md
