---
title: "მუხლი 8. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტის რეგულირების სფერო — ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1075623-normatiuli-aktebis-shesakheb/8"
law: "ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 1075623"
adopted: "2010-11-02"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტის რეგულირების სფერო — ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1075623-normatiuli-aktebis-shesakheb/8

მხოლოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტით შეიძლება განისაზღვროს: ა) საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც კანონმდებლობის თანახმად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით არის გათვალისწინებული; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შიდა ორგანიზაცია, პროცედურები და საქმიანობის წესი; გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესი; დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მომზადების, მიღების და ამოქმედების წესი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 6 ოქტომბრის კანონი №14 - ვებგვერდი, 15.10.2020 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1075623-normatiuli-aktebis-shesakheb/7-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1075623-normatiuli-aktebis-shesakheb/9.md
