---
title: "მუხლი 9. ერთობლივი ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილება — ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1075623-normatiuli-aktebis-shesakheb/9"
law: "ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 1075623"
adopted: "2010-11-02"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. ერთობლივი ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილება — ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1075623-normatiuli-aktebis-shesakheb/9

საქართველოს ნორმატიული აქტებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოებმა (თანამდებობის პირებმა) შეიძლება მიიღონ (გამოსცენ) ერთობლივი ნორმატიული აქტი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1075623-normatiuli-aktebis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1075623-normatiuli-aktebis-shesakheb/10.md
