---
title: "მუხლი 16. არჩევით და აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოებში სამუშაოდ მივლინებული თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესი — საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/16"
law: "საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"
article: "16"
identifier: "139"
adopted: "1997-03-17"
consolidated_as_of: "2012-12-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2012-12-31"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 16. არჩევით და აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოებში სამუშაოდ მივლინებული თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესი — საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2012-12-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2012-12-31.
> Cite as: საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე, მუხლი 16 (consolidated as of 2012-12-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/16

არჩევით და აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოებში სამუშაოდ მივლინებულ თანამშრომლებს, ამ დებულების თანახმად, მივლინების უფლების მქონე პირთა წარდგინების საფუძველზე ენიჭებათ სპეციალური წოდებები, გარდა პოლიციის პოლკოვნიკის და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის სპეციალური წოდებებისა, მაგრამ არა უმეტეს ადრე დაკავებული თანამდებობით გათვალისწინებული ზღვრული წოდებისა.
შს ორგანოდან მივლინებული თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა ხდება შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელის წარდგინებით, რომლის საფუძველი და წესი გათვალისწინებულია ამ დებულებაში, შს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში აყვანის შემდეგ.
შს ორგანოს მივლინებულ თანამშრომელს თანამდებობრივ სარგოებს უხდიან, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოს თანამშრომელს, სახელმწიფო ხელისუფლების მიერ დადგენილი წესით. ამასთან ერთად უხდიან სპეციალური წოდების, ნამსახურობის პროცენტულ დანამატს, სამეცნიერო ხარისხისა და სამეცნიერო წოდების სარგოებს, როგორც შს სამინისტროს თანამშრომელს.
შს ორგანოს მივლინებული თანამშრომლის ფულადი წახალისება ხორციელდება შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოებში არსებული ფულადი წახალისების სისტემით, თანამდებობრივი სარგოების გათვალისწინებით. თანამდებობრივი ხელფასის და პრემიის გადახდა ხდება ასიგნებული თანხიდან, რომელიც გამოყოფილია შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლების შესანახად. ყველა დანარჩენ გასამრჯელოს მივლინებულ თანამშრომელს უხდის შს სამინისტრო. ამასთან, ფორმის ტანსაცმლით და სხვა ნივთებით მათ უზრუნველყოფს შს სამინისტრო.
შს ორგანოს მივლინებული თანამშრომლის ფულადი წახალისება ხორციელდება შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოებში არსებული ფულადი წახალისების სისტემით, თანამდებობრივი სარგოების გათვალისწინებით.
თანამდებობრივი ხელფასის და პრემიის გადახდა ხდება ასიგნებული თანხიდან, რომელიც გამოყოფილია შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლების შესანახად. ყველა დანარჩენ გასამრჯელოს მივლინებულ თანამშრომელს უხდის შს სამინისტრო. ამასთან, ტანსაცმლის და სხვა ნივთების, სასურსათო ულუფის მაგივრად მათ შეიძლება მიეცეთ ფულადი ანაზღაურება.
შს ორგანოს მივლინებულ თანამშრომელსა და მისი ოჯახის წევრებზე ვრცელდება ყველა ის შეღავათი და უფლება-მოვალეობანი, რომლებიც დადგენილია მოქმედი კანონმდებლობით. მივლინებაში მყოფი თანამშრომლის სამსახურის გავლის კონტროლს ახორციელებს საქართველოს შს სამინისტრო.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 4 დეკემბრის ბრძანებულება  №669 - სსმ III, №173, 06.12.2007წ., მუხ.1913
თავი 3
სპეციალურ წოდებათა მინიჭება

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/17.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
