---
title: "მუხლი 2. შს ორგანოებში სამსახურის პრინციპები — საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/2"
law: "საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"
article: "2"
identifier: "139"
adopted: "1997-03-17"
consolidated_as_of: "2012-12-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2012-12-31"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 2. შს ორგანოებში სამსახურის პრინციპები — საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2012-12-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2012-12-31.
> Cite as: საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე, მუხლი 2 (consolidated as of 2012-12-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/2

1. შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურს საფუძვლად უდევს კანონიერების, პიროვნების პატივისცემის, მისი უფლებებისა და თავისუფლების დაცვის, ჰუმანიზმის, საჯაროობის, შესაბამისი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და დაქვემდებარების, სამსახურებრივი დისციპლინის დაცვის, შრომისათვის წახალისების, თანამშრომელთა საქმიანი კვალიფიკაციისა და უნარის გათვალისწინებით მათი სამსახურებრივი დაწინაურების პრინციპები.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლის ფორმის ტანსაცმლის, მოსამსახურის უფლებამოსილების დამადასტურებელი პირადობის მოწმობის და სპეციალური ჟეტონის ნიმუშებს, თანამშრომლის მიერ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესებს კანონმდებლობის შესაბამისად სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 12 თებერვლის ბრძანებულება  №98 - სსმ III, №21, 15.02.2007წ., მუხ.235

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/3.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
