---
title: "მუხლი 42. წახალისება სამსახურებრივ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისათვის — საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/42"
law: "საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"
article: "42"
identifier: "139"
adopted: "1997-03-17"
consolidated_as_of: "2012-12-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2012-12-31"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 42. წახალისება სამსახურებრივ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისათვის — საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2012-12-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2012-12-31.
> Cite as: საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე, მუხლი 42 (consolidated as of 2012-12-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/42

სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისათვის შს ორგანოს თანამშრომლისათვის გათვალისწინებულია შემდეგი სახის წახალისება:
– მადლობის გამოცხადება;
– ფულადი პრემია;
– მადლობის სიგელით დაჯილდოება;
– შსს სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;
– მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;
– ადრე დადებული დისციპლინური სასჯელის ვადაზე ადრე მოხსნა;
– სახელობითი ცეცხლსასროლი იარაღით დაჯილდოება.
საქართველოს შს სამინისტროს სასწავლებლებში, ზემოაღნიშნული სახის წახალისების გარდა, შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი წახალისება:
– სტიპენდიის მომატება;
– კურსანტის ან მსმენელის დაჯილდოება სასწავლებლის გაშლილ დროშასთან გადაღებული ფოტოსურათით;
– მშობლებისათვის მადლობის წერილის გაგზავნა;
– სასწავლებლის განლაგებიდან რიგგარეშე თავისუფლად გასვლის ნებართვის მიღება.
შს ორგანოებში 10, 15 და 20 წლის განმავლობაში ნაყოფიერი მუშაობისათვის თანამშრომელი შეიძლება დააჯილდოვოს შს მინისტრმა შესაბამისად I, II და III ხარისხის მედლით „უმწიკვლო სამსახურისათვის“.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი ვაჟკაცობისა და გამბედაობისათვის შს ორგანოს თანამშრომელი შეიძლება წარდგენილ იქნეს სახელმწიფო ჯილდოზე.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/41.md
Next article: https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/43.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
