---
title: "მუხლი 45. წახალისებისა და დისციპლინური სასჯელის გამოყენების წესი — საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/45"
law: "საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"
article: "45"
identifier: "139"
adopted: "1997-03-17"
consolidated_as_of: "2012-12-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2012-12-31"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 45. წახალისებისა და დისციპლინური სასჯელის გამოყენების წესი — საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2012-12-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2012-12-31.
> Cite as: საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე, მუხლი 45 (consolidated as of 2012-12-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/45

წახალისება და დისციპლინური სასჯელი გამოიყენება უშუალო უფროსის მიერ მისი უფლებამოსილების ფარგლებში. უშუალო უფროსად ითვლება ის უფროსი, რომელსაც სამსახურებრივად ემორჩილებიან შს ორგანოს თანამშრომლები.
დასჯა და წახალისება ცხადდება ბრძანებით, შს ორგანოს თანამშრომელს სასჯელის შეფარდებამდე უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება.
დისციპლინური სასჯელი პირს შეეფარდება სამსახურებრივი შემოწმების დამთავრებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. თუ ეს ვადა არ იქნა დაცული, დისციპლინური გადაცდომა ექვემდებარება აღრიცხვას. დისციპლინური სასჯელი ძალაში შედის დაუყოვნებლივ.
სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ყოველი შემთხვევის გამო შეიძლება მხოლოდ ერთი დისციპლინური სასჯელის გამოყენება.
ბრძანება დისციპლინური სასჯელის შეფარდების შესახებ, მოტივების აღნიშვნით, თანამშრომელს გამოეცხადება ხელის მოწერით.
დისციპლინური სასჯელი შს ორგანოს თანამშრომლის მიმართ ითვლება მოხსნილად, თუ სასჯელის დადების დღიდან ერთი წლის განმავლობაში მას არ შეეფარდა ახალი სასჯელი. ვადაზე ადრე დისციპლინური სასჯელის მოხსნა ხდება წახალისების სახით მისი უშუალო უფროსის ან ზემდგომი უფროსის მიერ.
შს ორგანოს თანამშრომლის გადაადგილება დაბალ თანამდებობაზე ხდება ამ დებულების მე-12 და 44-ე მუხლების საფუძველზე.
დისციპლინური სასჯელის წესით წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითებული სპეციალური წოდების აღდგენა შეიძლება ამ დებულების 42-ე მუხლის საფუძველზე. დისციპლინური სასჯელი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს თანამშრომლის ავადმყოფობის, შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის დროს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ჩადენილი გადაცდომის შემდეგ გავიდა ერთ წელზე მეტი ან სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას და საფინანსო-სამეურნეო რევიზიის (შემოწმების) დროს აღმოჩენილი დარღვევების ჩადენიდან გასულია ორი წელი.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 აპრილის ბრძანებულება  №286 - სსმ III, №62, 02.05.2006წ., მუხ.789
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 მაისის ბრძანებულება  №333 - სსმ III, №73, 01.06.2006წ., მუხ.905

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/44.md
Next article: https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/46.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
