---
title: "მუხლი 49. შვებულება — საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/49"
law: "საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"
article: "49"
identifier: "139"
adopted: "1997-03-17"
consolidated_as_of: "2012-12-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2012-12-31"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 49. შვებულება — საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2012-12-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2012-12-31.
> Cite as: საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე, მუხლი 49 (consolidated as of 2012-12-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/49

შს ორგანოს თანამშრომლებისათვის განისაზღვრება შემდეგი სახის შვებულებები ხელფასის შენარჩუნებით:
– მორიგი ყოველწლიური;
– მოკლევადიანი;
– ავადმყოფობის გამო;
– სასწავლო – საქართველოს შსს სასწავლებლებში სასწავლო წლის დამთავრებასთან დაკავშირებით;
– საქართველოს შსს სასწავლებლების დამთავრების გამო.
გარდა ამისა, შს ორგანოს თანამშრომელს ეძლევა ბავშვის დაბადებასთან და მოვლასთან დაკავშირებული, აგრეთვე შემოქმედებითი, სასწავლო და სხვა სახის შვებულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
შვებულების შეცვლა ფულადი კომპენსაციით არ შეიძლება.
შვებულების ხანგრძლივობა გამოითვლება კალენდარული დღეებით. სადღესასწაულო და არასამუშაო დღე (არა უმეტეს 10 დღისა) მორიგი ყოველწლიური შვებულების განსაზღვრისას არ ითვლება.
შს ორგანოს თანამშრომელს აძლევენ ფულად კომპენსაციას შვებულების გატარების ადგილამდე და უკან მგზავრობისათვის შემდეგი სახის შვებულებებისას:
– მორიგი ყოველწლიური;
– ავადმყოფობის გამო;
– სასწავლო – საქართველოს შსს სასწავლებლებში სასწავლო წლის დამთავრების გამო;
– საქართველოს შსს სასწავლებლების დამთავრებასთან დაკავშირებით.
შს ორგანოს თანამშრომელს უფლება აქვს ისარგებლოს მორიგი და დამატებითი შვებულებით არა უმეტეს 45 კალენდარული დღისა. როგორც გამონაკლისი, უშუალო უფროსის თანხმობით, პირს უფლება ეძლევა შვებულებით ისარგებლოს ორჯერ, მგზავრობის ღირებულების ერთხელ გადახდით შვებულების გატარების ადგილამდე.
შს ორგანოს თანამშრომელს მორიგ, სასწავლებლის დამთავრებასთან დაკავშირებულ მოკლევადიან ან ავადმყოფობით გამოწვეულ ზევადიან შვებულებაზე (საქართველოს ფარგლებში) ეძლევა დღეების დამატებითი ანაზღაურება შვებულების გატარების ადგილამდე და უკან მგზავრობისათვის.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 4 დეკემბრის ბრძანებულება  №669 - სსმ III, №173, 06.12.2007წ., მუხ.1913

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/48.md
Next article: https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/50.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
